ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
პლასტიკური ქირურგიის გამოყენების ძირითადი მიზეზები
   აპირებთ ესთეტიკურ პროცედურას მიმართოთ? თუ ასეა, თქვენ სწორ ადგილზე მოხვდით.

   ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, სულ უფრომეტი ადამიანი მიმართავს ესთეტიკურ 

   ქირურგიას, რათა გაიუმჯობესოს თავისი გარეგნობ. ჩვენ ჩამოგითვლით უმთავრეს მიზეზებს, რატომაც შეიძლება დაფიქრდეთ პლასტიკური ქირურგიის გამოყენებაზე.

     გარეგნული გაახალგაზრდავება მრავალი ადამიანი შედის ოპერაციაზე რათა უფრო ახალგაზრდული გარეგნობა მოიპოვოს, ვიდრე აქვს. შესაძლოა, პიროვნებას სურდეს, რომ ასაკზე ახალგაზრდა გამოჩნდეს. შეიძლება, პირიქით, ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურება და სურს, თავისი ასაკისათვის შესაფერისი გარეგნობა მიიღოს. ისეთი ოპერაციები, როგორიცაა სახის დაჭიმვა, რინოპლასტიკა, წამწამების პროცედურები და მკერდის ოპერაციებიც კი, სწორედ გარეგნობის გაახალგაზრდავებას ისახავენ მიზნად.

    სხეულის მოხდენილობის დაბრუნება მრავალ ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს, ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად ეცვლებათ სხეულის მოყვანილობა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალებს მკერდი დაბლა ეწევათ, უმცირდებათ მისი მოცულობა და მოყვანილობა. ზოგს სულ უფრო და უფრო უჭირს ქონის ჯიუტი გროვების დიეტისა თუ ვარჯიშების საშუალებით მოშორება. პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია ამგვარი პრობლემების გადაჭრა და ამ პიროვნებათა სხეულებისთვის ძველი მოხდენილობის დაბრუნება. ან, თუ დიდი წონა დაიკელით, შესაძლოა ამან თქვენს კანზე ნაკეცები და ნახეთქები დატოვონ, რომლებიც, უბრალოდ არ რეაგირებენ მათი მოშორების თქვენეულ მეთოდებზე. სწორედ აქ, თქვენ დაგეხმარებათ კოსმეტიკური ქირურგია.

    რამდენიმე მარტივი პროცედურის მეშვეობით, თქვენ შეძლებს დაუბრუნოთ თქვენს სხეულის ტონუსი და სიჯანსაღე, რაც საშუალებას მოგცემთ, საბოლოოდ დატკბეთ თქვენი შრომის შედეგებით.

 თვითშეფასების ზრდა

   პლასტიკური ქირურგიის შედეგად, მრავალ ადამიანს მნიშვნელოვნად ემატება თვითშეფასება. თუ ფიქრობთ, რომ რამე ფიზიკური ნაკლი გაქვთ და ეს თქვენს თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებს, პლასტიკური ქირურგია შესაძლოა გამოსავალი გახდეს თქვენთვის. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სასწაულებრივი განკურნება ყველაფრისგან, მაგრამ უკეთესობა ნამდვილად მოაქვს. თანდაყოლილი ნაკლისა და ნაიარევების მოშორება მრავალ ადამიანს გააჩნია თანდაყოლილი ნაკლი, ან შეძენილი ნაიარევი, რომელთა მოშორებაც სავსებით შესაძლებელია. თუ თქვენ გაქვთ ამგვარი პრობლემა და ეს თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება, თქვენ პლასტიკური ქირურგია დაგეხმარებათ.

    პლასტიკური ქირურგი არ არის ადამიანთა ყველა პრობლემის მკურნალი, მაგრამ არსებობს საკმაო მიზეზები საიმისოდ, რომ ერთი, ან ორი ამგვარი პროცედურის ჩატარებაზე დაფიქრდეთ. შემდეგში, როდესაც სარკეში ჩაიხედავთ და თვალების ქვეშ გაჩენილ ნაოჭებს დააკვირდებით, პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტზე დაფიქრებაც შეიძლება. მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ გაიახალგაზრდავოთ გარეგნობა და მოიშოროთ თანდაყოლილი ნაკლი, რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო ნათლად გამოავლინოთ თქვენი სხვა პიროვნული თუ გარეგნული ღირსებები.

    მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკურმა ქირურგიამ შესაძლოა არ შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება, ის ნამდვილად აგიმაღლებთ თვითრწმენას და კეთილდღეობის შეგრძნებას. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად და დაუფიქრებლად ნუ მიიღებთ. ის თქვენს ნაცვლად ვერ მოაგვარებს თქვენს პირადულ პრობლემებს და ვერ დაგამსგავსებთ სხვა ადამიანს. როდესაც ესთეტიკური ქირურგიის შედეგებზეა საუბარი, უნდა გახვსოვდეთ, წარმატებული შედეგი დიდად არის დამოკიდებული კომუნიკაციაზე თქვენსა და ქირურგს შორის. დარწმუნდით, რომ კარგად გრძნობთ თავს თქვენს ქირურგთან და შეგიძლიათ ღიად და გულწრფელად ესაუბროთ მას.