ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტიკური ქირურგიის 10 მთავარი რისკი
   გარეგნობის გაუმჯობესების გადაწყვეტილება ძალზე პირადული გადაწყვეტილებაა. არსებობს მრავალი პირობა და ფაქტი, რომელთა ცოდნა და გათვალისწინებაც აუცულებელია, რათა ბოლომდე კმაყოფილი დარჩეთ საბოლოო შედეგით და იპოვნოთ კარგი ქირურგი, რომელიც მოგცემთ ამ შედეგს.
   ესთეტიკური ქირურგია მოიცავს თავად ქირურგიულ პროცედურას, რომელსაც ახორციელებს პლასტიკური ქირურგი, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გარეგნული მხარის გასაუმჯობესებლად. ესთეტიკური ქირურგიის შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს არა მხოლოდ ფიზიკური მხარე, არამედ, ემოციური და ფსიქიური მდგომარეობაც. ისეთმა პროცედურებმა, როგორიცაა რინოპლასტიკა, მკერდის გადიდება, ან სახის დაჭიმვა, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინონ პიროვნების თვითშეფასებისა და თავდაჯერების დონეზე.
   ქირურგიული ჩარევის ნებისმიერი სახე შეიცავს გარკვეულ რისკებს და გამონაკლისი არც ესთეტიკური ქირურგიაა. ოპერაციის პირველი რისკი თავად ქირურგიული პროცედურაა, მეორე რისკი კი ანესთეზია გახლავთ.
   პლასტიკური ქირურგიის რისკები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოპერაციის სახეზე, რომელსაც ირჩევენ პაციენტი და ქირურგი. კიდევ ერთხელ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას. მაგალითად, დიაბეტის და ზოგი სხვა დაავადების მქონე, ან მძიმედ მწეველ პაციენტებში მეტია ოპერაციისშემდგომი გართულებების რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში რისკები და გართულებები ძალზე შემცირებული და იშვიათია, მაინც საჭიროა სერიოზული დაფიქრება და ყველა შესაძლო რისკისა და საფრთხის გათვალისწინება, რასაც შეიძლება შეიცავდეს პლასტიკური ქირურგია.
 ნაიარევი
   ნაიარევის პრობლემა კვლავაც რჩება დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება მათი მინიმიზებისათვის. ეს უფრო მეტად პრობლემატურია შედარებით მუქი კანის მქონე ადამიანებისათვის, რომელთა კანზეც ნაიარევები უფრო შესამჩნევი და ამობურცული ჩანს.
 ჯანმრთელობის მდგომარეობა
   თუ თქვენი ჯანმრთელობა არცთუ სრულია, მაშინ, ოპერაციის შემთხვევაში, იზრდება რისკებიც. თუ გაქვთ გულის დაავადების ისტორია, ან გაწუხებთ ჭაბი წონა, მაშინ იზრდება გართულების რისკები ზოგადი ანესთეზიის მხრივ. ეს ამ გართულებები შეიძლება ინფარქტითაც დასრულდეს, სისხლის გაზრდილი წნევისა და გულისცემის არანორმალური რიტმის გამო. თუმცა, ამგვარი შემთხვევები იშვიათია.
 ინფექცია
   ოპერაციის შემდეგ ინფექციის რისკი 1%-ზე ნაკლებია და ანტიბიოტიკები ამ რისკს ძალზე ამცირებენ. თუმცა, თუ დაინფიცირება მაინც მოხდა, ეს შეიძლება ძალზე სერიოზული აღმოჩნდეს. პიროვნებები, რომლებიც ეწევიან, იღებენ სტეროიდებს, ან გარკვაული სისხლძარღვოვანი გართულებები აქვთ, მეტი რისკის წინაშე დგანან. რაც მეტ ხანს გრძელდება ოპერაცია და რაც მეტ სისხლს კარგავთ, მით მეტია ინფექციის საშიშროება.
 ძლიერი ან მოულოდნელი სისხლდენა (სისხლჩაქცევა, ან ჰემატომა)
   ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში, სისხლდენა ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ხანდახან გართულებებიც გამოიწვიოს. სისხლის შედედება და მისი დაგროვება კანქვეშ შეიძლება ჰემატომად წოდებულ მდგომარეობაში გადაიზარდოს, რომელიც საკმაოდ შესამჩნევი იქნება ვიზუალურადაც და შეგრძნებითაც. ხოლო მის ზემოთ, კანის ფერი ლურჯად, ან იასამნისფრად შეიფეროს. ჰემატომის არეში იქნება დამახასიატებელი ტკივილები, მაგრამ ორგანიზმის სისხლის შედედების საწინააღმდეგო მექანიზმების ამუშავების შედეგად, ამ მიდამოში იწყება დაგროვილი სისხლის გაწოვა და ნორმალური მდგომარეობის აღდგენა.
   თუმცა, თუ მდგომარობა უცვლელი რჩება და ჰემატომა ზრდას განაგრძობს, ის მიაწვება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, დაარღვევს სისხლის მიმოქცევას და მისი მეშვეობით ჟანგბადის მიმოქცევას ამ არეში. ამას შეუძლია გამოიწვიოს დაბუჟება, შესიება, ანთება და კანის კვდომა. შედედებული სისხლის მოსაცილებლად საჭირო ხდება დაუყოვნებლივი ყურადღება და შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი. უფრო მეტიც, დიდი ჰემატომის გაჩენას, შეუძლია გაზარდოს სხვა გართულებების რისკები, მაგალითად ინფექციის, ჭრილობის გახსნისა და ნეკროზის. ასევე, თუ ოპერაციის შემდეგ მოხდა ნაკერების მოშვება, შესაძლებელია დაიწყოს შინაგანი სისხლდენა, ან თიაქარი. ამ პრობლემებს კი დამატებითი ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
 ნეკროზი
   ეს არის კანის კვდომა, გამოწვეული ნაოპერაციევ არეში ჟანგბადის მიწოდების დარღვევით. ჩვეულებრივი ესთეტიკური ქირურგიის შემთხვევაში, ამის რისკი ძალზე მცირეა, მაგრამ ისეთ პროცედურებში, როგორიც არის სახის დაჭიმვა, მკრდის შემცირება, აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკური ქირურგია), არსებობს ნეკროზის საფრთხე. რისკი მატულობს უეცარი ანთების შემთხვევაში. მწეველებში განსაკუთრებით მაღალია ამგვარი რისკი, სისხლძარღვების შევიწროვებისა და ჟანგბადის მიწოდების ზოგადი შედარებითი სიმცირის გამო.
 ანესთეზიის რისკები
   ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკები ძალზე იშვიათია, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს. ეს რისკები დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა და ოპერაციის სიმძიმე. დამახასიათებელი მომენტია გულისრევა. საკმაოდ გავრცელებული რისკია ასევე ხორხის ქავილი. მთლიანობაში, ამ ტიპის რისკის ფაქტორი ძალზე დაბალია.
 დამბლა, ან ნაკლებად მძიმე ნერვული დაზიანება
   ძალიან იშვიათ, ექსტრემალურ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს ნერვული დაზიანება, რომელიც ხასიათდება დაბუჟებითა და ჩხვლეტების შეგრძნებით. ზოგადად, ნერვული დაზიანება 1 წელზე მეტ ხანს არ გრძელდება. გარკვეული კუნთების სისუსტეს, ან დამბლას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ დაზიანდა ამ კუნთის მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნერვი. ამის მკურნალობა შესაძლებელია რეკონსტრუქციული ქირურგიის მეშვეობით.
 მავნე ჩვევები
   სიგარეტი ჩვენი უდიდესი მტერია. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სახისა და კისრის დაჭიმვის ოპერაციებს, სადაც ხდება კანის დიდი უბნების გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, მწეველ პაციენტს ემუქრება დიდი რისკები კანის დახეთქვის, შეხორცების გართულების, ინფიცირებისა და ნაიარავების გაჩენის მხრივ, თუკი ისინი განაგრძობენ მოწევას ოპერაციის პერიოდში. თუმცა, ოპერაციიდან გამომდინარე, მოწევამ შეიძლება მხოლოდ მცირე რისკის წინაშე დაგვაყენოს. მიუხედავად ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა, შესაძლოა მოწევის დიდი სტაჟის, ან ნარკოტიკების მოხმარების გამო, მაშინ ანესთეზია დაუშვებელია.
 განმეორებითი ოპერაციის საჭიროება/შედეგებით უკმაყოფილება
   ყველა ოპერაცია არ არის სრულყოფილი და სამკურნალო ხასიათის ოპერაციებისგან განსხვავებით, პლასტიკური ოპერაციის წარმატება საკმაოდ სუბიექტური საკითხია. არადამაკმაყოფილებელი ესთეტიკური შედეგები (მათ შორის მოხაზულობის უსწორმასწორობები, ასიმეტრია, არასასურველი და ზედმეტი ნაიარევები და ა.შ.) შეიძლება იმედგაცრუების, ან სულაც მძიმე სულიერი დათრგუნულობის მიზეზი აღმოჩნდეს პაციენტისთვის. ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევებში, ოპერაციის შედეგად პაციენტს შეიძლება დარჩეს ქრონიკული ტკივილი, სასიცოცხლო ორგანოთა დაზიანება, ან ნერვული დაზიანება/ლოკალური დამბლაც კი.
 ფსიქოლოგიური და სოციალური რისკები
   პლასტიკური ქირურგიის შესაძლო უარყოფითი ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პაციენტის ოპერაციამდელ მოლოდინებზე და მის ოპერაციამდელ მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია მოგვცეს დადებითი შედეგები, მაგრამ მხოლოდ მას არ შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა, თქვენი პრობლემების მოგვარება და ურთიერთობების დალაგება. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გარეგნული სრულყოფილება, როგორც ასეთი, არ არსებობს.
   ეს რისკები შეიძლება შემცირებულ იქნას თქვენს მიერ ცოდნის გაფართოებითა და თქვენი ინფორმირებულობის ზრდით. ქირურგის არჩევისას გადამწყვეტ ფაქტორად ნუ აიღებთ ფინანსურ მხარეს. შეისწავლეთ მისი კვალიფიკაცია და გაეცანით რეკომენდაციებს. დასვით ბევრი კითხვა. დარწმუნებული იყავით, რომ ოპერაციას იტარებთ საუკეთესო შესაძლებელ ვითარებასა და პირობებში. არ მისცეთ საშუალება თქვენს სურვილებს, ხაზი გადაგასმევინონ ჯანმრთელობისათვის საშიშ მომენტებზე.
 პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებული ზოგი რისკი, სხვადასხვა პროცედურებისთვის სხვადასხვაა, მაგრამ ზოგი რისკი ერთნაირია ყველა ოპერაციისათვის და ზოგი რისკი კი უბრალოდ ძალზე დიდია. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა მასზე წასვლა. მიიღეთ ცოდნა.