ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
ლაზერული ეპილაცია
სამედიცინო ლაზერული ეპილაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. იგი ხელმისაწვდომია 90 იანი წლებიდან და ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად არასასურველი თმის მოშორების  პროცედურებს შორის. ლაზერული ეპილაციის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ლაზერის სხივის მოქმედებით პიგმენტ მელანინზე, რომელსაც შეიცავს თმის ღერო და ფოლიკული. ჭარბთმიანობისაგან განკურნება დღეისათვის განსაკუთრებით ეფექტურია დერმატოლოგიური დანიშნულების   ალქსანდრიტის ლაზერით, რომელსაც გააჩნია ორმაგი გაგრილების სისტემა, რითაც იგი გამოირჩევა სხვა უკრიოგენო აპარატებისაგან და გამორიცხავს კანის დამწვრობას, დაინფიცირებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას, ამიტომ უწოდებენ მას ლაზერულ ეპილაციაში “ოქროს სტანდარტს". კლინიკა “ესთეტიკ სერვისი”  ჭარბთმიანობისაგან განკურნებას გთავაზობთ მსოფლიოში საუკეთესო – ალექსანდრიტის დერმატოლოგიური ლაზერით, რომელიც წარმოებულია ამერიკული კორპორაციის "Candela"–ს მიერ. ლაზერული სხივის წყარო  გენერირებს იმპულსს, რომელსაც გააჩნია ინფრაწითელი ნათება და სითბური ენერგია. ნათება გრძელდება 1 წამის განმავლობაში, ეს დრო საკმარისია, იმისათვის რომ თმის ფოლეკულის სტრუქტურა გახურდეს და განადგურდეს. თმის ღერო ხურდება, ატარებს სითბურ ენერგიას ფოლეკულის ზრდის ზონის მონაკვეთისკენ. ლაზერული იმპულსის პარამეტრები ირჩევა თმისა და კანის სხვადასხვა სითბური რელაქსაციის და მათი მელანინის სხვადასხვა გაჯერების მიხედვით. ამ გზით შესაძლებელია კანზე ხილული თმის განადგურება, მაგრამ ადამიანის კანში არსებობს თმის ფოლიკულის რეზერვი, მიძინებულ მდგომარეობაში. 3–4 კვირის შემდეგ “მიძინებული”თმის ბოლქვი აქტიურდება და კანზე ჩნდება თმის მეორე ტალღა. ამიტომ ეპილაციის პროცედურა საჭიროებს განმეორებას.ლაზერული ეპილაციის ჩვენება:ჰიპერტროქოზი – ეს არის თმის ჭარბი ზრდა იმ ზონებში, სადაც თმიანი საფარველის არსებობა წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ნორმას სქესისა და ასაკისგათვალისწინებით.ჰირსუტიზმი – ეს არის უხეში თმის ჭარბი ზრდა ქალებში – სახეზე, მკერდზე, ზურგზე, მუცელზე ( მამაკაცური ტიპის გათმიანება). მიზეზი – ჰორმონალური დისბალანსი. მამაკაცებში ძლიერი გაღიზიანება პარსვისგან.  პროფესიონალური საჭიროება (სპორტსმენები, კვების წარმოებაში მომუშავენი და ა.შ.) მეთოდის უპირატესობანი: არაინვაზიური მეთოდია. ეფექტურია. შერჩევითად მოქმედებს თმაზე,კანის და კანქვეშა სტრუქტურების დაზიანების გარეშე.   სწრაფი პროცედურაა.   იძლევა საშუალებას პროცედურა ჩატარდეს მგრძნოებიარე მონაკვეთებზე ( ბიკინი, იღლია და სხვა).   ლაზერული ეპილაციის შედეგი სახეზეა პროცედურის დამთავრებისთანავე, ის დამოკიდებულია კანის ტიპზე, თმის ფერსა და სტრუქტრურაზე. პროცედურის შემდეგ დამუშავებული ზონა მუშავდება დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებით. შესაძლოა განვითარდეს ოდნავი სიწითლე, რომელიც კანის მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. აღნიშნული გამოვლინება ქრება თავისით 1 – 3 საათის განმავლობაში. პროცედურის დრო დამოკიდებულია სხეულის მონაკვეთზე (ფართობზე).  ხანგრძლივობა მერყეობს 5–10 წუთიდან – 1 საათამდე. მეორე პროცედურის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ ამოსული თმის რაოდენობის შესამჩნევ შემცირებას, განაზებას და შეფერილობის შეცვლას (თმა ხდება შედარებით ღია ფერის). კარგი ეფექტის მისაღებად აუცილებელია 3–5 სეანსის ჩატარება 1–2 თვიანი ინტერვალებით.   მამაკაცებში საჭიროა მეტი რაოდენობის პროცედურები, რაც განპირობებულია მათი ჰორმონალური სტატუსის თავისებურებებით.  ზოგიერთ დაავადებას თან სდევს ჰორმონალური ფონის დარღვევა. ჰორმონალური კორექციის გარეშე პაციენტს სჭირდება ეპილაციის დამატებითი სეანსის ჩატარება, რომელთა რაოდენობის წინასწარი განსაზღვრა გაძნელებულია.  
ეპილაციის შემდეგ: 
• პირველი 3 დღის განმავლობაში იზღუდება წყლის პროცედურები.( აბანო, საუნა, აუზი) შესაძლებელია დაბანა თბილი წყლით. 
• მზეზე გასვლის წინ დამუშავებულ მონაკვეთზე აუცილებელია მზისგან დამცავი მალამოს გამოყენება, დამცავი ფაქტორით (SPF) არანაკლებ 30% –სა ( პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში).
• პროცედურებს შორის რეკომენდირებული არ არის ვიბროეპილატორის, დეპილაციური კრემის გამოყენება, აგრეთვე პარსვა–ვაქსაცია,თმის პინცეტით ამოღება. 
• ეპილაციის შემდეგ არ შეიძლება გარუჯვა 2 კვირა. პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.   კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი ლაზერო თერაპევტები. 
კონსულტაცია  – უფასო 
ფოტოები და ვიდეოები