ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
კაპილარების მოშორება
სისხლძარღვოვანი პათოლოგია, როგორიცაა სისხლძარღვოვანი ბადეები (კაპილარები) სახესა და ქვედა კიდურებზე ათასობით ქალის პრობლემაა. კაპილარული ქსელის გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს: ფეხმძიმობა, ჰორმონული დისბალანსი, ტემპერატურული ცვალებადობა, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ცხოვრების არასწორი რითმი და სხვა. ამის გათვალისწინებით, ქსელი სხვადასხვა ფერით და მდებარეობით ვლინდება.სისხლძარღვოვანი ბადეების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდად ლაზერია აღიარებული.ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია უახლესი მოდელის GENTLE YAG ლაზერის აპარატი, რომლის მეთოდი დაფუძნებულია თერმულ ზემოქმედებაზე, კანზე ლაზერის სხივის გატარებისას სინათლის ენერგია შთაინთქმება ჰემოგლობინის მიერ, გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და შედეგად კაპილარი ქრება. წვრილი სისხლძარღვები ქრება უკვალოდ, მსხვილი სისხლძარღვოვანი ლაქები, ჰემანგიომები ფერმკრთალდება და საგრძნობლად მცირდება ზომაში. აღნიშნული მეთოდის უპირატესობაა ის, რომ სხივი მოქმედებს მხოლოდ კაპილარზე, ირგვლივ მდებარე ქსოვილები არ ზიანდება.საშუალოდ საჭიროა 2 3 პროცედურა, 2-2,5 თვის ინტერვალით.პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა მონაკვეთია (ფართობი) დასამუშავებელი. 
პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები, ექიმი ლაზერო თერაპევტები.
კონსულტაცია - უფასო



ფოტოები და ვიდეოები