ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
მიმიკური ნაოჭების კორექცია
დღეისთვის, არაქირურგიული ჩარევის გზით მიმიკური ნაოჭების კორექციისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდი არის ბოტულოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი) ინექციები, რომელიც სახის მოვლის პროგრამის აუცილებელი ელემენტია.  მიმიკურ ნაოჭებს მიეკუთვნება წარბებს შორის არსებული ნაოჭები, თვალის ირგვლივ არსებული ნაოჭები (ე.წ ,,ბატის თათები“), შუბლზე არსებული ნაოჭები. მათი წარმოქმნა ყოველთვის არ არის ასაკთან კავშირში. პირველი მიმიკური ნაოჭები ფორმირებას ახალგაზრდულ ასაკში იწყებს, რაც ემოციების მუდმივად გამოხატვასა და გარკვეული კუნთების მზარდ აქტიურობაზეა დამოკიდებული. “A” ტიპის ბოტულოქსინი არის გასუფთავებული ბუნებრივი პროტეინი, რომელიც კუნთის ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას ახდენს. შედეგად, კუნთს ნერვული იმპულსები არ მიეწოდება და დუნდება. კუნთის მოდუნების ხარჯზე კი მიმიკური ნაოჭი სწორდება. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ კუნთი აღიდგენს ნერვულ იმპულსებს, ამიტომ, ბოტულოტოქსინის ეფექტი მუდმივი არ არის. თუ თქვენ მიმიკური ნაოჭებისგან გასათავისუფლებლად და გასაახალგაზრდავებლად უმტკივნეულო, სწრაფ და უაღრესად ეფექტურ გზას ეძებთ, ბოტოქსი და დისპორტი სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ! ბოტოქსი და დისპორტი არის ერთი და იგივე პრეპარატის – “A” ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო დასახელება. კლინიკა “ესთეტიკ სერვისში”  ორივე პრეპარატი გამოიყენება: ბოტოქსი –  მწარმოებელი ფირმა ALLERGAN (აშშ), ხოლო დისპორტი – BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი).
ტექნოლოგია ბოტოქსის/დისპორტის ინექციების პროცედურები ტარდება მცირე ზომის ატრავმული ნემსით, ამიტომ პროცედურა უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ხანგრძლივობა პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 20 წუთია. ეფექტის ხანგრძლივობა 4 დან 8 თვემდე.
შედეგი პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24 - 48 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს ინექციიდან 7-14 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება პროცედურის დასრულებისთანავე ინექციის ადგილები ოდნავ შეწითლებული და შეშუპებულია, რაც უახლოეს ერთ საათში გაივლის.  პროცედურის ჩატარება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში. 
პაციენტის სტატუსი პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი
დერმატო- კოსმეტოლოგები.
კონსულტაცია-უფასო
ფოტოები და ვიდეოები