ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
არამიმიკური ნაოჭების კორექცია
სადღეისოდ ესთეტიკურ მედიცინაში არსებობს არამიმიკური ნაოჭების გასწორების ეფექტური  და უსაფრთხო მეთოდი,ბიოთავსებადი გელებით (ფილერებით), ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატებით. ეს არის სპეციალურად შემუშავებული ფორმულა რეზისტენტული დეგრადაციის მიმართ, ბუნებრივი და ხანგრძლივი შედეგისთვის. არამიმიკურ ნაოჭებს მიეკუთვნება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ნიკაპთან და ზედა ტუჩზე არსებული რადიალური ნაოჭები და ა.შ.
არაქირურგიული გზით არამიმიკური ნაოჭების კორექცია, ანუ კონტურული პლასტიკა, ბუნებრივი ბიოთავსებადი პრეპარატების გამოყენებით ხდება. კლინიკა ესთეტიკ სერვისი გთავაზობთ პროცედურებს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების – Allergan–ის და Vivacy–ს – ახალი თაობის ფრანგული ფილერებს (Juvéderm, Surgiderm, Stylage). პროცედურები ტარდება მაქსიმალური მოცულობის მქონე, ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი, უმტკივნეულო, კომფორტული და კონტროლირებადი, უნიკალური“Easy Flow System”–ის მიკროინექციების მეშვეობით. დღეისათვის, ზემოთ აღნიშნული პრეპარატები  მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.ჰიალურონის მჟავას აქვს უნიკალური თვისება– მიიერთოს წყალი, რის ხარჯზეც ნაოჭების სწორდება დაკანი იძენს ბუნებრივ ელფერს. პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი ხედავს ეფექტურ  შედეგს.
ტუჩის კორექციის პროცედურა ტარდება მიკროინექციით, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. ამიტომ, გამოიყენება საანესთეზიო მალამო, რის გამოც ტკივილის ფაქტორი დაყვანილია მინიმუმამდე.
პროცედურა გრძელდება  20 – 30 წუთი. ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პრეპარატი იქნა გამოყენებული.  
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენების უმეტესეობა ზომიერი და სუსტია და მალევე უკვალოდ ქრება (დაახლოებით 2–3 დღეში). ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები გახლავთ დროებითი რეაქციები ინექციის ადგილებში,როგორებიცაა სიწითლე, სიმკვრივე, შეშუპება, სილურჯე და დაბუჟება.
როცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგები.
კონსულტაცია  – უფასო
ფოტოები და ვიდეოები