ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
კანის დაჭიმვა YAG ლაზერით
ქალბატონების ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად ფიზიოლოგიური დაბერების წინაშე დგება.პირველ რიგში ეს სახის კანზე აისახება.მცირდება არსებული ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავება.ჩნდება პიგმენტური ლაქები,ფართოვდება წვრილი სისხლძარღვები, ხდება ფორების გადიდება,კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას. მნიშვნელოვანია, რომ სახის კანის აპარატურული მეთოდით გაახალგაზრდავების შემდეგ პაციენტს არ სჭირდება რეაბილიტაციის პერიოდი.მეთოდის უპირატესობაა ის,რომ სრულიად უსისხლოდ და უმტკივნეულოდ,ქირურგიული ჩარევის გარეშე შეაძლებელია სახის კანის რამოდენიმე წლით გაახალგაზრდავება. ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია უახლესი მოდელისGentle YAG ლაზერის აპარატი, რომლის საშუალებითაც ტარდება გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. ლაზერის სხივით კანში აქტიურდება უკვე არსებული კოლაგენი და ხდება ახალი კოლაგენის წარმოქმნის ხელშეწყობა. პროცედურის შედეგად კანი იჭიმება, ხდება მკვრივი და ელასტიური. YAG ლაზერის ოპტიმალური შედეგები განსაკუთრებით თვალშისაცემია 4–5 პროცედურის შემდეგ,თუმცა შესამჩნევი შეიძლება იყოს მე–2 პროცედურის დასრულებიდან 1–2 კვირაშიც კი.ლაზერის მეშვეობით იჭიმება სახის კანი, მცირდება ან ქრება ნაოჭები, იზრდება კანის ელასტიურობა, უმჯობესდება კანის სტრუქტურა, იცვლება ფორების ზომა და კანი უფრო გლუვი ხდება. თუმცა,YAG ლაზერით კანის დაჭიმვა ე.წ. ფეის ლიფტინგის(სახის დაჭიმვის)ქირურგიული ოპერაციის აბსოლუტურად შემცვლელი არ გახლავთ,მის ერთ–ერთ ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ. პაციენტებს, რომლებიც მზად არ არიან ქირურგიული ჩარევისთვის ან უბრალოდ არ სურთ ის, YAG ლაზერი მათთვის ნამდვილი მიგნებაა.
კურსისთვის საჭიროა 4 - 5 პროცედურა, 4 - 6 კვირის ინტერვალით.
პროცედურის ხანგრძლივობა 30 - 60 წუთი.
პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი ლაზერო თერაპევტები.
კონსულტაცია - უფასო
ფოტოები და ვიდეოები