ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
მეზოთერაპია
1952  წელს ფრანგმა მეცნიერმა მიშელ პისტორმა შეიმუშავა, ხოლო როგორც სამკურნალო სამედიცინო მეთოდი, 1987 წელს  ოფიციალურად სცნო საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ.
დღეისათვის მეზოთერაპია ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში. იგი ითვლება გაახალგაზრდზვების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის ეფექტური მეთოდი. ამ დროს კანის ზედაპირულ შრეში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებში მიკროინექციის საშუალებით შეიყვანება სამკურნალო პრეპარატები - ვიტამინები, ამინომჟავები, მინერალები, კოფერმენტები, ანტიდოქსიდანტები, ლიპოლიპიდები, რომლებიც მოქმედებენ ცხიმოვან ცვლაზე. კანი იკვებება, მატულობს მისი ტონუსი, ელასტიურდება და მკვრივდება.
პროცედურა ტარდება სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოში,ასევე სხეულზე - მუცელზე, გალიფესა და დუნდულების მიდამოში ცელულიტის, ხოლო მხრებსა და ხელის მტევნებზე მოდუნებული კანის სამკურნალოდ.

შედეგები:
მეზოთერაპიის პროცედურების რამოდენიმე სეანსის შედეგად ხდება:
- წვრილი ნაოჭების გასწორება
- სახის ოვალის აღდგენა
- კანის ფერის და სტრუქტურის გაუმჯობესება
- პიგმენტური ლაქების გაუფერულება
- აკნეს და ცელულიტის მკურნალობა
- ორმაგი ღაბაბის გასწორება
- თმის ცვენის შეჩერება
 
ესთეტიკ სერვისში მეზოთერაპიისთვის მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების (Filorga და სხვა) მიერ წარმოებული სპეციალური კოქტეილები და პრეპარატები გამოიყენება.
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.არ ახლავს გვერდითი მოვლენები.

ტექნოლოგია
მეზოთერაპიის  დროს ინექციები კანში შეიყვანება ძალიან მცირე ზომის, ატრავმული ნემსით,  ამიტომ პროცედურა უმტკივნეულოდ  მიმდინარეობს.

ხანგრძლივობა
მეზოთერაპია მკურნალობის მეთოდია, ამიტომ იგი მოიცავს 5 – 7 – 10 პროცედურას, კანის, ასაკის და პრობლემის გათვალისწინებით კვირაში ერთხელ. პროცედურის ხანგრძლივობა  შეადგენს საშუალოდ 40 წუთს.

პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერტიფიცირებული ექიმი დერმატო- კოსმეტოლოგები.
კონსულტაცია - უფასო

ფოტოები და ვიდეოები