ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
ჰიპერჰიდროზი
ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს.ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე–ღამეში,მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს– კი ათჯერ მეტი.ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. მრავალრიცხოვანი კვლევები გვიჩვენებს,რომ იღლიების,ფეხებისა და ხელების გაძლიერებული ოფლდენა (ჰიპერჰიდროზი) – სტრესის ინდიკატორებია.სწორედ ამ ზონის საოფლე ჯირკვლები რეაგირებენ ადრენალინზე გაოფლილი ხელისგულებით,ტერფებით და იღლიებით.სტატისტიკის მიხედვით,ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის1%. თუ თქვენ უმტკივნეულო,სწრაფ და უაღრესად ეფექტურ მეთოდს ეძებთ,რომელიც ხანგრძლივ შედეგს და მაქსიმალურ“სიმშრალეს”უზრუნველყოფს,ბოტოქსი და დისპორტი სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ!    ბოტოქსი და დისპორტი არის ერთი და იგივე პრეპარატის– “A” ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო დასახელება. კლინიკა“ესთეტიკ სერვისში” ორივე პრეპარატი გამოიყენება: ბოტოქსი– მწარმოებელი ფირმა ALLERGAN (აშშ),ხოლო დისპორტი– BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი). 
ბოტოქსი და დისპორტი არის პრეპარატები,რომლის საშუალებითაც სასურველი შედეგი მიიღწევა – დამუშავებულ ზონაზე წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.    თავდაპირველათ ყველა პაციენტს უტარდება მინორის ცდა– პრობლემური ზონები (იღლიის ფოსო,ხელის გულები,ფეხის გულები)მუშავდება იოდის წყალხსნარით და სახამებლით. ჭარბი ოფლის გამოყოფის ადგილი ღია ცისფერ ან შავ შეფერილობას ღებულობს.შემდეგ პრობლემურ ზონაში მიკროინექციის გზით შეიყვანება“A” ტიპის ბოტულოტოქსინი (დისპორტი/ბოტოქსი) – რომელიც ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას.    დამუშავებული ზონების ოფლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება1–2 დღის შემდეგ; ოფლიანობის შეწყვეტისთვის კი7 – 14 დღეა საჭირო.    პროცედურა გრძელდება დაახლოებით30–40წთ. ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება6 თვიდან 12 თვემდე. შესაძლოა ინექციების ადგილას გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევები,რომელიც უკვალოდ ქრება2–3 დღის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება,საუნის პროცედურები,ანტიბიოტიკების მიღება.
პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი დერმატო–კოსმეტოლოგები.
კონსულტაცია – უფასო
ფოტოები და ვიდეოები