ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
სტრიების მკურნალობა
სტრიები – ეს არის ფიბრობლასტის მთლიანობის დარღვევა, კანის დაზიანება დერმის (კანის უფრო ღრმა ფენა) დონეზე, კანის დაწელვის შედეგად მიღებული ლაქები. იგი ჩნდება სხვადსხვა მიზეზის გამო: ადრეული ორსულობა, წონის მკვეთრი ცვლილება (ამ დროს ჩნდება ვერტიკალური სტრიები), ჰორმონალური დარღვევა – (ჰორიზონტალური). დროთა განმავლობაში სტრიები თეთრდება და ემსგავსება ღარებს.    მზის სხივები, გასარუჯი საშუალებები კიდევ უფრო ამკვეთრებს დეფექტს, რადგან სტრიების შემადგენელ ნაწიბუროვან ქსოვილში პიგმენტი არ არის. გარუჯულ სხეულზე სტრიები თეთრი ზოლების სახით არის გამოხატული.    სათანადო პროცედურების შედეგად შესაძლებელია სტრიების მკურნალობა ისე, რომ ისინი თითქმის უხილავი ხდება.    ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია უახლესი მოდელის GEANTLE YAG ლაზერის აპარატი, რომლის საშუალებითაც ტარდება გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. მეთოდის უპირატესობაა ის, რომ სრულიად უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე სტრიების ნაკვალევი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.     
ლაზერის სხივით კანში აქტიურდება უკვე არსებული კოლაგენი და ხდება ახალი კოლაგენის წარმოქმნის ხელშეწყობა.    
პროცედურის შედეგად ხდება სტრიების გაუფერულება. კურსისთვის საჭიროა 4 – 5 პროცედურა, 2 – 4 კვირის ინტერვალით. 
პროცედურის ხანგრძლივობა 30 – 40 წუთი.
პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები, ექიმი ლაზერო თერაპევტები.
კონსულტაცია – უფასო
 
ფოტოები და ვიდეოები