ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
პლასტიკური ქირურგია
ყურის პლასტიკა

 

ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა) – ეს არის ყურის  დეფექტების გამოსწორება ქირურგიული ჩარევით. ყურების ფორმასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლება ე.წ. ”გამოწეული” ყურებია. ზედმეტად გამოშვერილი და დიდი ზომის ყურის ნიჟარა წარმოადგენ სშესამჩნევ კოსმეტიკურ დეფექტს, რომელიც შესაძლოა ბავშვთა ასაკში მუდმივი დაცინვის გამო ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს. გარდა გამოწეული ყურებისა, არსებობს სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი დეფექტები, რომლის გამოსასწორებლადაც აგრეთვე კეთდება ოტოპლასტიკა, ამიტომაც ხშირად ეს ოპერაცია მოზრდილ ასაკშიც ტარდება.

კონსულტაცია–პირველადი კონსულტაციის დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით  ოტოპლასტიკის  ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს.მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.

თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.

ოპერაცია – ხორციელდება ზოგადი ან/და  ადგილობრივი ანესთეზიით. მიმდინარეობს 2–3 საათის მანძილზე.

ნაკერები იხსნება ოპერაციიდან 10 დღეში.