ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
პლასტიკური ქირურგია
დუნდულების გაზრდა(აუგმენტაცია)

ალბათ ბევრის ოცნებაა შეიცვალოს დუნდულების მოცულობა, გაიზარდოს და შეიქმნას მიმზიდველი ფორმები. 

დუნდულების გაზრდა(აუგმენტაცია) დღესდღეობით ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციების რიგს ეკუთვნის.

არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რატომაც შეიძლება გახდეს  სასურველი ოპერაციის ჩატარება:  გაიზარდოს და შეიცვალოს დუნდულების ზომა და ფორმა; ტრავმული დეფექტებიდან გამომდინარე ცვლილება და დუნდულების ფორმების შეცვლა; წონის დაკარგვით გამოწვეული დეფორმირება და ა.შ

კონსულტაცია–პირველადი კონსულტაციის დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით Buttock augmentation(დუნდულების გაზრდა) ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს.მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.

თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.

ოპერაცია–დუნდულების გაზრდა შესაძლებელია ორი სახით:  იმპლანტის ან საკუთარი ცხიმის   გადანერგვით. ყველაზე ოპტიმალური ქირურგიული საშუალებაა  პირველი, რომელშიც პლასტიკური ქირურგი იყენებს სპეციალურ  იმპლანტანტებს. ორივე შემთხვევაში ტარდება ზოგადი ანსთეზიით. ოპერაცია მიმდინარეობს 2–3 საათი.

ოპერაციის შემდგომ – 2-3 კვირაში პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, მხოლოდ ჯდომისას უნდა გამოიყენოს ბალიში, რათა არ მოხდეს იმპლანტზე ზეწოლა. ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში) შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.