სამედიცნო ტურიზმი – სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში მოგზაურობა სამედიცინო მომსახურებისთვის, უკვე დიდი ხანია პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
სამედიცინო ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა: ინდუსტრიულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ასტრონომიული ზრდა,
საერთაშორისო მოგზაურობის გაადვილება და გაიაფება,
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მომსახურების სტანდარტები.
სამედიცინო ტურისტები მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში სადაც მედიცინის დონე მაღალია,
ხოლო მკურნალობის ფასები გაცილებით დაბალი და ხელმისაწვდომი.
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა "ესთეტიკ სერვისი", სადაც ყველა წინაპირობაა შექმნილი პაციენტისა
და პერსონალის სრული კომფორტისთვის, სამედიცინო ტურისტებს აძლევს უნიკალურ
შანსს, ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებით და
რაც მთავარია ,მსოფლიოს წამყვანი
კლინიკების დონის მომსახურება ქართული (დაბალი) ფასებით!
თავის მხრივ ასეთი
ტიპის სერვისი დამატებითი სტიმულია ერთმანეთს შეუთავსონ მკურნალობის პროგრამა
და უცხო ქვეყანაში მოგზაურობა.