ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
პლასტიკური ქირურგია
რინოპლასტიკა

Rhinoplasty(Greek:ῥίςrhis,nose+πλάσσεινplassein,toshape)

ტერმინი"რინოპლასტიკა" წარმოიშვა ძველი ბერძნულიდან ორი სიტყვის 

გაერთიანებით:"rhinos"-"ცხვირი"+"plastikos"-"ფორმისშეცვლა".

 

ცხვირი სახის შემაღლებული თვალსაჩინო ნაწილია და მისი იდეალური მოყვანილობა დამოკიდებულია ეთნიკურ წარმოშობაზე. სახის ესთეტიკურ პროპორციებზე, კანის ტიპზე,ასაკზე. ფორმა და ზომაგანაპირობებს თქვენი სახის ესთეტიკური პროპორციების ინდივიდუალურ თავისებურებეს და თუ თქვენ უკმაყოპილო ხართ ამ მონაცემებით–თქვენ არ ხართ მარტო. ყიველწლიურად მსოფლიოში ათასობით ადამიანი ირჩევს რინოპლასტიკას, რათა მოიპოვოს საკუთარი თავდაჯერებულობა,ცხვირის ფორმის შეცვლით და/ან გაიმუჯობესოს ცხვირით სუნთქვა.

როდესაც ცხვირზე ქირურგიული ჩარევა მიზნად ისახავს შუასახის ესთეტიკური ხაზების ჰარმონირებას სახის პროპორციებთან, მას ეწოდება ესთეტიკური რინოპლასტიკა.  სუნთქვის აღდეგენისას – სეპტოპლასტიკა.

ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში ამ ორი მიზნის გაერთიანება ერთ ჩარევაში თაქნამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში უკვე აუცილებელოი პროცედურაა და მას ეწოდება ესთეტიკური ფუნქციური რინნოპლასტიკა. ესთეტიკური რინოპლასტიკის ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. ქვედა კი მერყეობს სქესთან მიმართებაში და სასურველია არ იყოს 14 წელზე ნაკლები გოგონების შემთხვევაში.

თქვენი კონსულტაცია

პირველადი კონსულტაციის დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მ ოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით რინოპლასტიკის ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს.მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.

თქვენი სახის პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.

როდესაც ქირურგიული მანიპულაცია   ცხვირზე ისახავს სუნთქვის გაუმჯობესება,

ის წარმოადგენს რეკონსტრუქციულ ჩარევას და ფინანსურად შეიძლება დაიფაროს დაზღვევით. ის მოითხოვს ცხვირის ფუნქციური უკმარისობის დეტალურ დასაბუთებას, რათა სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს თქვენი მკურნალობა თანაგადახდის სახით.

ქირურგიული ჩარევა

რინოპლასტიკა სრულდება ზოგადი გაუტკივარებით, რაც აისახება პაციენტისა და ექიმის სრულ კომფორტზე. ჩარევა ხორციელდება ღია მიდგომით, ცხვირ,ძვალ–ხტილოვანი პირამიდის მოდელირებით. განაკვეთის უმეტესი ნაწილი ტარდება ცხვირის შიგნით, სადაც ისინი შეუმჩნეველი რჩება.

დღეს ეს ტექნოლოგია აღიარებულია მსოფლოიოში წამყვანი პლასტიკური ქირურგების მიერ, მისთვის დამახასიათებელოი უპირატეოსბების გამო: ქსოვილების ნაკლები ტრამვირება; ზუსტი ინმტრაოპერაციული დიაგნოსტიკა; სისხლდენის კონტროლი; პირდაპირი ვიზუალიზაცია; საიმედო კერვა; შეშუპების და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდის შემცირება.

ჩვეულებრივ რინოპლასტიკას ღია წესით ესაჭიროება საშიალოდ 2–3 საათი. ჩარევა სრულდება დამცავი ფიქსატორის დადებით.

ქირურგიული ჩარევის შედგომი პერიოდი

თქვენ ხდებით აქტიური 2 დღეში და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებით 5–6 დღეში.

პირველი დღე სასურველია იწვეთ.( პირველ დღეს ატარებთ კლინიკაში) ტკივილი რინოპლასტიკის შემდგომ პერიოდში არ არის დამახასიათებელი, მხოლოდ დისკომფორტი და თვალების შეშუპება, ისიც არა ყველა შემთხვევაში.

ძილის დროს თავი გედოთ 2 ბალიშზე. პირველ  დღეებში დამახასიათებელია მცირე გამონადენი ცხვირიდან. ქირურგიული ჩარევიდან მე–3 დღეს შეშუპება მცირდება და ალაგდება სისხლნაჟღენთებთან ერთად 2–3 კვირის განმავლობაში. ფიქსატორი იხსნება 5–6 დღეში.

იმავდროულად იხსნება ძაფები ცხვირის სვეტზე და იდება რბილი ელასტიური ნახვევი 5 დღით.

შეხორცების პროცესის დაკვირვება ხორციელდება 1 წლის განვალობაში და ვიზიტები ქირურგთან ნაწილდება რიგით 1,2,3,6 და 12 თვეში.