We Can Call
We Can Call
We are always ready to answer on your questions Just feel free to use this form
Name *
Telephone *
Your Text
Ask Doctor
Ask Doctor
We are always ready to answer on your questions Just feel free to use this form
Name *
E-mail *
Category *
Choose Doctor
Your Qusetion *
Virtual Tour
News
აკვა აერობიკა - ჭარბი წონისა და სახსრების ტკივილის მტერი

სხეულის კორექციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის გარდა, ორსული ქალბატონებიც ხშირად მიმართავენ აკვა აერობიკას. შედეგად  მშობიარობა ადვილი გადასატანია და ჯანმრთელი ახალშობილი იბადება

არის თუ არა საჭირო ვიცოდეთ ცურვა, იმისათვის, რომ დავკავდეთ აკვა აერობიკით?

ცურვის არ ცოდნა ხელის შემშლელი პირობა არ არის აკვა აერობიკისთვის.  თუ თქვენ ცურვა არ იცით სხეულს წყალში დაიჭერს სპეციალური აკვაქამარი, რომელსაც თქვენ მიიღებთ გაკვეთილის დაწყების წინ. ასაკობრივი შეზღუდვები არ არის.

სადღეისოდ აკვა აერობიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება წონის კორექციისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ გასახდომად და ცელულიტის მოსაშორებლად.

ვარჯიშის დროს მუშაობს მთლიანი მუსკულატურა, სისხლძარღვების გამტარიანობის გაუმჯობესება კი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის ჩაგროვებს, რაც არის ცელულიტის გაჩენის ძირითადი მიზეზი  .

 აუზის ტემპერატურა8-10 გრადუსით ნაკლებია სხეულის ტემპერატურაზე, რაც ასევე, ხელს უწყობს კალორიების წვას და შედეგად ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ მოშორებას.

წყალში ვარჯიში მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც ხერხემლის თიაქარი აწუხებს, ვინაიდან ეს ვარჯიში ხელს უწყობს ხერხემლის გაწელვას და დატვირთვის მოხსნას.

ასევე, აკვა აერობიკა ხელს უწყობს მარილების დაშლას სახსრებში, წყლის საშუალებით ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ეფექტური მასაჟი.

 ასევე, ვარჯიშის ეს სახეობა  სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, ფიგურის კორექციისათვის და ემოციური და ფიზიკური დაძაბულობის მოსახსნელად.

 წყლის მასაჟის წყალობით, კუნთებში რძემჟავა არ გროვდება და ამიტომ ვარჯიშის შემდეგ კუნთების  ტკივილი არ შეგაწუხებთ, კანი კი უფრო დაჭიმული და დატენიანებული ხდება.

ვარჯიშების შედგენა ხდება აერობიკის საერთო პრინციპების გათვალისწინებით: მოთელვა,  ძირითადი კომპლექსი, პრობლემური ზონების დამუშვაბევა, გაწელვა. ამ შემთხვევაში წყლის გარემოს უამრავი უპირატესობა გააჩნია. ვარჯიშს ატარებს ინსტრუქტორი, აჩვენებს ყველა მოძრაობას, ის დგას აუზის ნაპირას.

დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია ტელეფონის ნომერზე 262-00-00. კლინიკის მისამარია: კოსტავას 67