ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
ულტრაბგერითი წმენდა
მეცნიერებმა ულტრაბგერების სასარგებლო და დადებითი თვისებები დაახლოებით 80 წლის წინ შეისწავლეს. თავდაპირველად, ულტრაბგერები მედიცინაში გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაშიც დაიწყეს. ულტრაბგერითი წმენდის გაჩენისთანავე, მან ბევრი სხვა კოსმეტიკური პროცედურები შეცვალა. ამასთან, პროცედურა არ არის ტრავმატული, აბსოლუტურად უმტკივნეულოა და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. მოდით შევიტყოთ ოდნავ მეტი მის შესახებ.
როდის გამოიყენება?
ულტრაბგერითი წმენდა ცვლის მრავალ კოსმეტიკურ პროცედურას, როგორიცაა სტიმინგი (ორთქლით წმენდა), ბრაშინგი, ხელით წმენდა, მექანიკური პილინგი, ლიფტინგი, ჰიდრაცია. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახეზე, კისერზე, მკლავებზე, ზურგსა და ა.შ. ულტრაბგერითი ტალღები ნაზად აშორებს კანის ზედაპირულ შრეებს. შედეგად, თქვენ ღებულობთ უკეთეს კანის ფერს, გაუმჯობესებულ კანის სტრუქტურას და ვიწრო ფორებს. ულტრაბგერითი წმენდა განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი და ფერისმჭამელებიანი (აკნე) კანისთვის. ულტრაბგერითი წმენდა ეფექტურად აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა აკნე, მომატებული ცხიმიანი ექსკრეციები, მოდუნებული და სუსტი კანის სტრუქტურა. ხშირად პროცედურა ტარდება კისრის არეში – სადაც კანი განსაკუთრებით ფაქიზი და მოწყვლადია და ზურგზე – დიდ ზონაზე, რომლის მექანიკური წმენდა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
კანის ჩვეულებრივი პროცედურების დროს, პირველ რიგში ხდება კანის ორთქლით დამუშავება. ულტრაბგერითი წმენდის შემთხვევაში, კანის დაორთქლვა საჭირო არ არის. საკმარისია მისი მინერალური წყლით დატენიანება ან სპეციალური გელის დატანა, ულტრაბგერითი ტალღების გამტარობის გაზრდის მიზნით. შემდეგ კოსმეტოლოგი სპეციალური მოწყობილობებით ამუშავებს ძირითად სამანიპულაციო არეებს. ულტრაბგერითი ტალღა შლის მკვდარ უჯრედებს, ცხიმოვანი უჯრედების ნარჩენებს და ეფექტურად ასუფთავებს ფორებსა და კანის ზედაპირს ზედმეტობებისგან. პროცედურა დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. ის უმტკივნეულო და არა ტრავმატულია, რომლის დასრულების შემდეგაც პაციენტს შეუძლია ქუჩაშიც გავიდეს. ულტრაბგერითი წმენდის შემდეგ პანიპულაციის რაიმე კვალი არ რჩება, როგორც ეს მექანიკური წმენდის შემთხვევაში ხდება. ერთადერთი, შესაძლოა, კანი ოდნავ ვარდისფერი გახდეს, მაგრამ არა ძალზე თვალში საცემად. ამდენად, კანის გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ, უსაფრთხოდ დაუბრუნდეთ ცოხვრების ჩვეულებრივ რიტმს.
როგორია შედეგები?
ულტრაბგერითი წმენდის ეფექტები თითქმის მყისიერად ხდება თვალსაჩინო: სახე აშკარად გამოცოცხლებული და გაახალგაზრდავებულია, კანი უფრო რბილი და ხავერდოვანი ხდება, გაწმენდილი ფორები ვიზუალურად მცირე ზომის შემთხვევაში, ექიმი–კოსმეტოლოგი პაციენტის კანის მახასიათებლების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ გრაფიკს ადგენს.
როგორი ტიპის კანზეა შესაძლებელი პროცედურა?
ულტრაბგერითი წმენდის პროცედურის ჩატარება ნებისმიერი ტიპისა და ასაკის კანზეა შესაძლებელი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი და ფერისმჭამელებიანი კანისთვის.
უკუჩვენებები
როგორც ყველა სახის ჩარევას, ულტრაბგერით წმენდასაც აქვს თავისი უკუჩვენებები. პროცედურა არ შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტებს რომლებსაც აქვთ სიმსივნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ნევრალგია და კანის მწვავე დაავადებები (მაგ., დერმატოზისი). პუსტულების (მუწუკების) არსებობის შემთხვევაში საჭიროა წინასწარი მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები ულტრაბგერითი წმენდა. აგრეთვე, პროცედურის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი კანის პოსტქირურგიული რეაბილიტაციის ადრეულ ეტაპებზე.
გვერდითი მოვლენები 
პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.
ანესთეზია 
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას. 
ფოტოები და ვიდეოები