ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
აკნე
აკნე ანუ ფერიმჭამელა  თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა.
მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები უწყობს ხელს.
აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება, ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი. 
აკნე გამოიხატება პაპულოზურ - პუსტულოზური ( ჩირქოვანი ) გამონაყარით.

მკურნალობის დაწყებამდე
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა. ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი ამოწმებს კანის მდგომარეობას და პრობლემის სირთულეს. ამის შემდეგ ის გირჩევთ, თუ რა სახის პროცედურა გახლავთ თქვენთვის შესაფერისი. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინიშნოს კომპლექსური მკურნალობა საუკეთესო შედეგის მისაღწევად. 
ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. აკნეს რთული ფორმების მკურნალობა ფაქტობრივად დერმატოლოგიური დანიშნულების გარეშე შეუძლებელია. თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.

მკურნალობა
ჩვენს კლინიაკში აკნეს მკურნალობა ხდება კომპლექსურად:
 
-დერმატოლოგის დანიშნულება
-სახის კოსმეტოლოგიური წმენდა
-სპეციალური  სამკურნალო ხაზით (KEENWELL )
-მეზოთერაპია
 
პროცედერუბის რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემის სიღრმეზე.

ფოტოები და ვიდეოები