ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
კოსმეტოლოგია
UMO–ს ოქროს ნიღაბი
ექსკლუზიურად მხოლოდ  კლინიკა ესეთეტიკ სერვისში - ნანო ტექნოლოგიით დამზადებული UMO – ოქროს სპა კაფსულა.  უნიკალური პროცედურა – ,,ოქროს ნიღაბი".

ოქროს ნიღაბი – არის 100% ით ნატურალური პროდუქტი, არ შეიცავს დანამატებს. იმდენად ჰიპოალერგენიულია, რომ ორსულობის პერიოდშიც არის პროცედურის ჩატარება შესაძლებელი.  ეს არის სახის კანის მოვლის საუკეთესო საშუალება, რომელსაც აქვს მყისიერი, ხანგრძლივი და მზარდი ეფექტი.
 
ის სტიმულაციას უკეთებს კანში არსებულ კოლაგენსა და ელასტინს, კანის საშენ მასალას, ამიტომ კანს აქვს დაჭიმვის ეფექტი.  აგრევე გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
 
,,ოქროს ნიღაბი"-ის პროცედურების შედეგად ხდება:
- წვრილი ნაოჭების გასწორება
- პიგმენტური ლაქების გაუფერულება
- კანის გამკვრივება და გაელასტიურება
- სახის ოვალის აღდგენა

UMO გახლავთ იაპონური ბრენდი, რომელიც აერთიანებს უნიკალურ ტრიადას: უმაღლესი ხარისხის 24 კარატიან ბაჯაღლო ოქროს ფირფიტებს,  GAMMA PGA–ს (გამა პოლიგლუტამინურ მჟავას) და ულტრაბგერით ნანო ნისლს. 
GAMMA PGA განსაკუთრებით ძლიერი მატენიანებელი სტრუქტურაა და თანამედროვე კანის მოვლის მეცნიერების უმთავრესი მიღწევა გახლავთ. მას 10–ჯერ უფრო მატენიანებელი თვისება აქვს, ვიდრე ჰიალურონის მჟავას და გაცილებით ელასტიურია, ვიდრე კოლაგენი. 
UMO–ს ნანო ნისლი ძალზე მცირე ზომის ნაწილაკებისა და იონური მუხტის წყალობით ღრმად აღწევს კანში და თან ატარებს GAMMA PGA–ს და 24 კარატიან ბაჯაღლო ოქროს. ნანო ნისლის წვეთები ჩვეულებრივ ორთქლზე 7–ჯერ უფრო მცირე ზომისაა. ის, აგრეთვე, არბილებს კანის ეპიდერმულ შრეს და ტენის შესაწოვად ოპტიმალურ გარემოს ქმნის.
UMO–ს  ამ ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდა ოქროს იონებს შეეღწია კანის ბაზალურ შრემდე და მოეხდინა კანის ეფექტური გაახალგაზრდავება.
 
პროცედურა  გრძელდება 1,5 საათს. სასურველია ჩატარდეს 3 პროცედურა 10 დღის ინტერვალით. ეფექტის ხანგრძლივობა 6- 8 თვე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც. (დამოკიდებულია კანის ტიპზე)
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
 
კლინიკა ესთეტიკ სერვისში პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმი დერმატო- კოსმეტოლოგები.
 
კონსულტაცია - უფასო


ფოტოები და ვიდეოები