„საუნა“ ფინურად ნიშნავს „აბანოს“. მოგვიანებით ეს სიტყვა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საუნა გამოიგონეს ბიზანტიური იმპერიის დროს, ან ის სკიფებმა გადმოიღეს სლავებისგან. რაც არ უნდა იყოს, საუნა - უძველესი ფინური ტრადიციაა.
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია საუნას ?
• საუნა, სისხლძარღვებს ხდის უფრო ელასტიურს, შესაბამისად უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას კიდურებში.
• იზრდება კანთან მიმავალი სისხლის ნაკადი, რაც კანქვეშა და ზედაპირულ ქსოვილებს აწვდის საკვებ ნივთიერებებს;
• საუნა აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.
• იწვევს სხეულის ხელოვნურ ცხელებას (ჰიპერთერმიას). რომელიც არის ბუნებრივი სამკურნალო პროცესი ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულაციისა და ფუნქციონირებისათვის.
• სპორცმენები საუნას იყენებენ დაჭიმული კუნთების მოსადუნებლად მძიმე ვარჯიშების შემდეგ;
• საუნა გაიძულებს იგრძნო თავი გაახალგაზრდავებულად და მოგმატებთ ენერგიას;
• საუნა არის საშუალება, რომელიც კუნთებს ხდის უფრო მოქნილს. ის ქმნის სხეულისა და გონების ღრმა რელაქსაციის ეფექტს;
• საუნა ხსნის კანის ფორებს, ამშვიდებს კუნთების ტკივილს, ზრდის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყოფს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.
როგორ მივიღოთ სწორად საუნა?
• დატოვეთ სამოსი გასახდელში;
• მიიღეთ შხაპი, რომ დატენიანდეს კანი და ნებისმიერი არომარული სუნი გაქრეს;
• საუნაში ყოფნის დრო განისაზღვრება 10-დან 15 წუთამდე;
• გამოდით საუნიდან თუ თავს გრძნობთ არაკომფორტულად ან გერევათ ძილი;
• დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი ან სპორტული კოქტეილი (თავი აარიდეთ კოფეინს);
• გაიმეორეთ სეანსი, მაგრამ 1 პროცედურაზე 3-ზე მეტჯერ ნუ შეხვალთ;
• არომატული ზეთების გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მათზე არ გაქვთ ალერგია;
• პოცედურის შემდეგ მიიღეთ სხაპი.
კომბინირებული ობიექტების შემთხვევაში, როგორიცაა საუნა და აბანო, შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთიდან მეორეში. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ შესვლამდე სათანადოდ გაგრილდეთ. არასდროს შეხვიდეთ საუნაში თუ თქვენი სხეული თბილია (ან კიდევ უარესი -ცხელი) და არასდროს შეცვალოთ თერმული პროცედურის ტიპები, სანამ მთლიანად არ გაგრილდებით.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ბატონ
სანდროს და მთელ ესთეტიკ სერვისის გუნდს. მიყვარხართ! ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით!
ყველაზე კარგი კლინიკაა. მთელს საქართველოში, ლაზერული
ეპილაცია ესეთ მაღალ დონეზე არსადაა.
მყუდრო გარემო, უსაფრთხო აპარატურა, პროფესიონალიზმის მაღალი დონე – ეს არის კლინიკა ესთეტიკ სერვისი.