ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
რეაბილიტაცია
პილატესი
სისტემა პილატესი მოიცავს ვარჯიშებს რომლებიც დაკავშირებულია სხეულის ყველა ნაწილთან. ეს სისტემა შემუშავდა XX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ უდიდესი აღიარება მოიპოვა XXI საუკუნის დასაწყისში. დღესდღეობით პილატესის ვარჯიშებით, მთელ მსოფლიოში, დაინტერესებულია ათობით მილიონი ადამიანი.    
პილატესის მეთოდი ორიენტირებულია ვარჯიშის შესრულების დროს გონებისა და სხეულის ურთიერთქმედებაზე. ცალკეული ვარჯიშის შესრულებას თან ახლავს კონცენტრაცია სუნთქვის რიტმზე, მოძრაობის სისწორეზე და კუნთების ამა თუ იმ ჯგუფზე ვარჯიშის ზეგავლენის გაცნობიერებას.    პილატესი ამაგრებს პრესის კუნთებს, აუმჯობესებს ბალანსს, კოორდინაციას და ამცირებს სტრესის ზეგავლენას. ამ სისტემის ვარჯიშები მიესადაგება ფართო ასაკობრივ სპექტრს.    
პილატესი  არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე უსაფრთხო ვარჯიშებისა.  პილატესი ამუშავებს კუნთების შიდა ანუ ღრმა ფენას, რომელსაც ჩვეულებრივი ძალოვანი ვარჯიშები ვერ სწვდება. 
საუკეთესო ეფექტის მისაღწევად კი საჭიროა კუნთების ორივე ფენის ამუშავება, ამიტომ კარგია პილატესის და ჩვეულებრივი ფიტნეს-ვარჯიშების შეთავსება. ასე ვითარდება დახვეწილი და გრაციოზული აღნაგობა... ეს ყველაფერი კი ღირს შრომად!   
პილატესის დადებითი მხარეები:
- პილატესი ავითარებს ფიზიკური ფორმის ყოველ ასპექტს: ძალას, მოქნილობას, კოორდინაციას, სისწრაფეს, სიმარჯვეს, ამტანობას; 
- ამაღლებს სხეულის ფიზიკური ფორმის თვითშეგრძნებას; 
- აუმჯობესებს კონტროლს საკუთარ სხეულზე; 
- ავითარებს კუნთების სწორი აქტივაციის უნარს; 
- ახდენს სხეულის პოზის კორექციას; 
- აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას და ბალანსს; 
- ხელს უწყობს სწორად სუნთქვის ჩამოყალიბებას; 
- ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნების უნარის განვითარებას; 
- სასარგებლოა ორსულთათვის;  
ფოტოები და ვიდეოები