ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
ჩვენი ექიმები
თემურ გურჯიძე

როგორ ავირჩიოთ ქირურგი

კარგი ქირურგის არჩევა უმნიშვნელოვანესი მომენტია და თქვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს შეფასების პუნქტების სიის შექმნა. კერძოდ, უმთავრესია ქირურგის გამოცდილება, დახელოვნება, მიღწევები,წვრთნა,პროფესიული ასოციაციების წევრობა და სახელმწიფო სერტიფიკატის ქონა.

 

თემურ გურჯიძე - კლინიკის წამყვანი ქირურგი

თემურ გურჯიძეს თბისლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. შემდგომ სწავლა და პროფესიული დახელოვნება მოსკოვში განაგრძო.კერძოდ,ორდინატურა რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პლასტიკური და რეკონსტრუკციული მიკროქირურუგიის და აღდგენითი მიკროქირურგიის განყოფილებებში გაიარა.ასპირანტურა   კი, რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღდგენითი მიკროქირურგიის და პლასტიკური და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებებში გაიარა.

რუსეთში მიღებული საფუძვლიანი განათლებისა და პრაქტიკული დახელოვნების შემდეგ, თემურ გურჯიძე  საქმიანობას საქართველოში აგრძლებს. მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პლასტიკური თუ აღდგენით ოპერაცია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა  კლინიკებში.

დღეს გამოცდილი ქირურგიესთეტიკ სერვისისწამყვანი ქირურგია. მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის, პარალელურად, თემურ გუჯიძე სისტემატიურად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე.კერძოდ ის  ინტენსიურად მონაწილეობს სხადასხვა სამედიცინო საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში,საიდანაც მიღებულ თანამედროვე სამედიცინო მიდგომებს უკვე პრაქტიკაში ნერგავს.ამიტომაცაა კლინიკაესთეტიკ სერვისიმოწინავე და საუკეთესო ქართულ სამედიცინო დაწესებულებათა შორის.

 რატომ უნდა აირჩიოთ ექიმი თემურ გურჯიძე თქვენს პლასტიკურ ქირურგად

ექიმ თემურ გურჯიძის არჩევას ორი მთავარი მიზეზი გააჩნია: მისი პროფესიული კვალიფიკაცია და პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა.

 

პაციენტთან დამოკიდებულება

ბატონ თემურ გურჯიძის მიზანია, თავისი უნარებისა და ცოდნის გამოყენებით, მაქსიმალურად დაეხმაროს  პაციენტებს ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. კონსულტაციის დროს, ექიმი გურჯიძე მოგისმენთ ყურადღებით.შემდეგ კი აგიხსნით,თუ რა შესაძლებლობები არსებობს თქვენთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად;უპასუხებს თქვენს კითხვებს და დაგეხმარებათ იმის გარკვევაში,სწორი არჩევანია თუ არა თქვენთვის პლასტიკური ქირურგია.თემურ გურჯიძეს მიაჩნიარომ უმთავრესი, მის დახელოვნებაში განათლება, გამოცდილება და პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომაა.

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა ექიმები