ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
პლასტიკური ქირურგია
აბდომინოპლასტიკა

აბდომინოპლასტიკა–პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გულისხმობს მოშვებული  (დაკიდებული) მუცლის კორექციას და პლასტიკას (დაპატარავებას). 

კონსულტაცია–პირველადი კონსულტაციის დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით აბდომინოპლასტიკის ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს.მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.

თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.

ოპერაცია  ხორციელდება ზოგადი  ანესთეზიით.  პლასტიკური ქირურგიის ხანგრძლივობა  დამოკიდებულია  იმაზე თუ რა ზომისაა მუცელი, საშუალოდ 3-6საათი. ოპერაციის არსი  მდგომარეობს იმაში, რომ შეიცვალოს მუცლის წინა კედელი, მოშორდეს ზედმეტი კანი და გაძლიერდეს მუცლის წინა კუნთი.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში  6–8 კვირის მანძილზე, სავალდებულოა სპეციალური თეთრეულის ტარება. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ რამოდენიმე დღე იქნება გამოხატული სისხლჩაქცევები და სილურჯე,რომელიც ალაგდება 10-12 დღეში.