კანის მოდუნება და ე.წ. ,,ჩამოკიდება“ არა მხოლოდ ასაკის შედეგად ხდება, არამედ შეიძლება გამოწვეულ
იქნას დაბერებით, წონის მკვეთრი შემცირებით, მშობიარობის შემდგომ და ა.შ.
ზედა მკლავის
ლიფტინგი–ასევე ცნობილია, როგორც brachioplasty
ზედა მკლავის ლიფტინგი, ანუ brachioplasty გულისხმობს ზედმეტი კანის მოშორებას და ზედა მკლავის ნორმალური ფორმის მიცემას.
კონსულტაცია – პირველადი კონსულტაციის
დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის
მსვლელობისას თქვენ გაეცნობით brachioplasty ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით,
გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს. მიიღებთ
ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.
თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო
დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.
ოპერაცია – ხორციელდება
ზოგადი ანესთეზიით. მიმდინარეობს 3–5 საათის მანძილზე.
შედეგი თვალსაჩინოა უკვე ოპერაციის შემდეგ, ხელებს აქვთ ჰარმონიული, გაუმჯობესებული კონტური. კომპრესული თეთრეულის ტარება აუცილებელია 1თვის მანძილზე.