ზოგჯერ შესაძლებელია ფეხების ხარვეზების შენიღბვა მორგებული
ტანსაცმლით ან სხვა საშუალებებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება აუზზე ან ზღვის სანაპიროზე
წასვლას, ყოველთვის თავს იჩენს ფსიქოლოგიური დისკომფორტი. ჰორმონალური ცვლილებები,
წონის დაკლება ან მომატება და ა.შ.–ეს ის მიზეზებია, რომლებიც დიდ ზეგავლენას
ახდენენ ბარძაყების დეფორმაციაზე.
პლასტიკური ქირურგია ერთადერთი
გამოსავალია ბარძაყებიდანზედმეტი კანის მოსაშორებლად.
ჩვენებები
მომჩვარული და დაკიდებული კანი ბარძაყზე.
კონსულტაცია–პირველადი კონსულტაციის
დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის
მსვლელობისას თქვენ გაეცნობით ბარძაყების ლიფტინგის ფოტოებს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით,
გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს.მიიღებთ
ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.
თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო
დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.
ოპერაცია გრძელდება დაახლოებით3-3.5 საათი და ხორციელდება ზოგადი ანესთეზიით.
ოპერაციის შემდგომ
რჩება შეშუპება და სისხლჩაქცევები, რომელიც თანდათან ქრება.
ნაკერები იხსნება 10 - 12 დღის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ. პირველი 1 თვის განმავლობაში აუცილებელია, უარი
ითქვას ფიზიკურ აქტივობებზე.
სავალდებულოა კომპრესული თეთრეულის ტარება პირველი თვის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ.
მეორე თვიდან პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.