თქვენ ხართ ახალგაზრდა და ლამაზი, მაგრამ არ გაქვთ ელასტიური და მომრგვალებული დუნდულები?!
არ ინერვიულოთ! დღესდღეობით ამ პრობლემის მოხსნა პლასტიკური ქირურგიიის მეშვეობით არის შესაძლებელი.იმისათვის რომ გქონდეთ სექსუალური და ლამაზი დუნდულები, Buttock Lift ( დუნდულების
ლიფტინგი)–ის პროცედურა თქვენთვისაა.
დუნდულების აწევა
(ლიფტინგი)-პლასტიკური ოპერაციაა,
რომელიც სწრაფად აღწევს ლამაზ ფორმებს.
კონსულტაცია – პირველადი კონსულტაციის
დროს განიხილება თქვენი ჩივილები, მოტივაცია, მოლოდინი და სავარაუდო შედეგი. კონსულტაციის
მსვლელობისას თქვენ გაეცნობით Buttock Lift ( დუნდულების ლიფტინგი) ფოტოებს ოპერაციამდე
და ოპერაციის შემდეგ.
სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით,
გაეცნობით კონკრეტულად თქვენთვის შემოთავაზებული ქირურგიული ჩარევის დეტალებს. მიიღებთ
ამომწურავ ინფორმაციას ყევლა წარმოქმნილი შეკითხვაზე.
თქვენი პროპორციების შესწავლის მიზნით მოხდება ფოტო
დოკუმენტირება სტანდარტულ ხედებში. გაეცნობით წინასაოპერაციო და შემდგომ რეკომენდაციებს.
ოპერაცია – ხორციელდება
ზოგადი ანესთეზიით. მიმდინარეობს 3–5 საათის მანძილზე.
ოპერაციის შემდეგ 2 კვირა არ შეიძლება დუნდულებზე ჯდომა. კომპრესული თეთრეულის ტარება აუცილებელია 2 თვის მანძილზე. ნაკერები იხსნება 10- 12 დღის შემდეგ.