ENG  |  RUS

დაგირეკოთ?

დაგირეკოთ?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ტელეფონი *
თქვენი შეტყობინება
შეკითხვა ექიმს
შეკითხვა ექიმს
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჭიროა მხოლოდ შეავსოთ ფორმა
სახელი *
ელფოსტა *
კატეგორია *
აირჩიეთ ექიმი
თქვენი შეკითხვა *
ვირტუალური ტური
აღმოაჩინე საქართველო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში

საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა და ულამაზესი ქვეყანაა. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. საქართველოს უძველესი და საამაყო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს,რომელიც2500 წელზე მეტით თარიღდება,რაც ქართველებს დიდი სიამაყისა და ღისების განცდით აღავსებს.საქართველო მსოფლიოში მეორე უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა.იგი უხსოვარი დროიდან აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა.ამან განაპირობა მისი კულტურის მრავალფეროვნება და ნაირსახეობა.ქართული დამწერლობა უძველესია და საუკუნეებს ითვლის,ის ერთ-ერთია მსოფლიოს14 დამწერლობას შორის. საქართველო თავს იწონებს მდიდარი მემკვიდრეობით,რაც ასახულია ხელოვნებაში და გამოიხატება ღრმა ოჯახური ფესვებით,სტუმართმოყვარეობით,განსაკუთრებული კულინარიისა და მეღვინეობის ტრადიციებით.ქართველები სახელგანთქმულნი არიან თავიანთი სტუმარ-მასპინძლობით, ხალხური სიმღერებითა დაცეკვებით.

ფასდაუდებელია ქართული ხუროთმოძღვრება. მრავალსაუკუნოვანი ეკლესია-მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სადაც საეკლესიო მსახურთა მიერ სანთლის შუქზე იქმნებოდა გენიალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები.

საქართველო თავისი პატარა ტერიტორიის მიუხედავად, დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ფლორით.ყოველივე ეს განსაზღვრა ქვეყნის გეოგრაფიულმა და კლიმატურმა ზონებმა,რაც აისახება განსხვავებული ჯიშის მცენარეულობის არსებობაში.  საქართველოს ფაუნა შერწყმულია ევროპული, ცენტრალური აზიის და აფრიკის ფაუნის ელემენტებთან.

 მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეგიძლიათ დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზაფხულში კი როგორც  ზღვის სანაპირო ქალაქებში, ასევე მთაში. ქ მოწყობილია თანამედროვე სათხილამურო ტრასები და წარმოდგენილია ფეშენებელური სასტუმროები, რომლებიც დამსვენებელს სთავაზობენ მაღალი დონის სერვისს.

 საქართველო ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეყანა, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის და დასვენების არჩევა. ეს ქვეყანა გპირდებათ დაუვიწყარ ემოციებს. ეს არის ქვეყანა, საიდანაც არასოდეს მოგინდებათ გამგზავრება!